ზიდანი: ”სევილიასთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მოვიგეთ”

ზიდანი: ”სევილიასთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მოვიგეთ”მადრიდის რეალმა გასვლაზე სევილია დაამარცხა ანგარიშით 1:0 და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მატჩის შემდეგ რეალის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი კმაყოფილებას არ მალავდა შედეგით და მისი აზრით გუნდმა იდეალურად ითამაშა:

”დაცვაში იდეალურად ვითამაშეთ და ძლიერ მეტოქეს არაფრის საშუალება არ მივეცით. შეტევაში ბენზემამ იყოჩაღა და მან ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოგვიტანა. ბედნიერი ვარ რომ ფეხბურთელებმა ჩემი დავალებები ასე კარგად შეასრულეს”. ესპანეთის ჩემპიონატს ბილბაოს ატლეტიკი ლიდერობს.