ზუგდიდში მანქანა სასწრაფოს დაეჯახა – 5 ადამიანი დაშავდა

ზუგდიდში მანქანა სასწრაფოს დაეჯახა - 5 ადამიანი დაშავდაზუგდიდში გამარჯვებისა და 8 მარტის ქუჩის კვეთაზე ერთმანეთს სასწრაფო დახმარების მანქანა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევისას დაშავებული 5 ადამიანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი აცხადებს, რომ მას ხმოვანი სიგნალი ჰქონდა ჩართული და ავადმყოფი გადაჰყავდა.

მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, ახალგაზრდა ქალი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე 276 მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.