ალექსის სანჩესმა ბარსელონაზე ისაუბრა

ალექსის სანჩესმა ბარსელონაზე ისაუბრაინტერის ფორვარდმა ალექსის სანჩესმა თავის ყოფილ გუნდზე ბარსელონაზე ისაუბრა და თქვა რომ ამ გუნდის წინააღმდეგ გასვლაზე თამაში ყოველთვის ძალიან რთულია. ინტერი ბარსელონას 2 ოქტომბერს დაუპირისპირდება და სანჩესის აზრით ინტერის ძალა ამ შეხვედრაში უნდა გამოჩნდეს:

”ბარსელონაში ბედნიერი ვიყავი და ეს გუნდი მიყვარს, მაგრამ ეხლა ინტერის ფეხბურთელი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ რომ კატალონიური გუნდი დავამწუხრო. ნოუ კამპზე თამაში ძალიან რთულია და ინტერს დიდი გამოცდა ელის, რომელიც უნდა ჩავაბაროთ”.