ამერიკელებმა ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკლეს

ამერიკელებმა ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკლეს„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ Fox News-ი ინფორმაციას პენტაგონისა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერიი სირიის იდლიბის პროვინიციაში სპეცოპერაციისას მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღნიშნულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დღეს მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას აპირებს.

ოპერაციის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ „რაღაც ძალიან დიდი მოხდა.“

იპნ