აფეთქება ბიზნესმენ სოსო ჯავახიშვილის სახლში მოხდა – “სახლიდან სულ გასული იყო”

აფეთქება ბიზნესმენ სოსო ჯავახიშვილის სახლში მოხდა - "სახლიდან სულ გასული იყო"

გურამიშვილის გამზირზე დაშავებულთა შორის ორი მცირეწლოვანია. როგორც მეზობლები აცხადებენ, ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, ბიზნესმენი სოსო ჯავახიშვილი ცხოვრობს. მათი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედაა დაშავებული და დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.

“ყველაფერი დანგრეულია, ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. ყველაფერი დამსხვრეულია. მესამე სართულზე, სადაც აფეთქება მოხდა ახალგაზრდა ბიჭი ცხოვრობდა, ძალიან კარგი ბიჭია, უცოლო, დედისერთა ბიჭი. ყველა მაგაზე ვგიჟდებით, 70% აქვს სხეულის დამწვრობა მიღებული. არ ვიცით, როგორ არის და ყველა მაგ ბიჭზე ვნერვულობთ” – აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

სოსო ჯავახიშვილი ბინაში მარტო ცხოვრობდა, წარმოშობით კახეთიდანაა და 40 წლამდეა.

ის ძალიან დაკავებული იყო, ფაქტიურად სახლიდან სულ გასული იყო და ბინაში მისულ „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლებსაც კარს არავინ უღებდა.