აფეთქება დიდ დიღომში – თორნიკე ტატიშვილს და ვაზირ მამადიანს 4-4- წელი მიესაჯათ

აფეთქება დიდ დიღომში - თორნიკე ტატიშვილს და ვაზირ მამადიანს 4-4- წელი მიესაჯათდიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებული პირები, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილი თანამშრომლები, თორნიკე ტატიშვილი და ვაზირ მამადიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

ავთანდილის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანის, მათ შორის, ერთი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

62 წლის ვაზელ მამადიანი და 28 წლის თორნიკე ტატიშვილი 2019 წლის 18 იანვარს, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს.

საქმის მასალების მიხედვით, ისინი ავთანდილის ქუჩის მაცხოვრებლებმა აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოიძახეს, თუმცა მათ კორპუსის გაზგაყვანილობა “არაჯეროვნად შეამოწმეს“.