აფგან მუხთარლი გერმანიამ პოლიტიკურ პატიმრად აღიარა

აფგან მუხთარლი გერმანიამ პოლიტიკურ პატიმრად აღიარაგერმანიამ აფგან მუხთარლი პოლიტიკურ პატიმრად აღიარა. აღნიშნული ფაქტი დაერთო ეროპულ სასამართლოში არსებულ იმ საქმის მასალებსაც, რომელიც მის ადვოკატებს დაგვიანებით გადაეცათ – ინფორმაცია ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადამიანის უფლებათა სახლში აფგან მუხრთალის მეუღლემ და ადვოკატმა გაავრცელეს.

ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა მუხთარლის საქმეში არსებულ ახალ გარემოებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი ვიდეომტკიცებულება საქართველოს პროკურატურამ არ გახსნა და ამ დროისთვის ეს ვიდეომასალები უკვე  წაშლილია.

მუხთარლის ცოლის, ლეილა მუსტაფაევას განმარტებით, აზერბაიჯანულ ციხეში მისი მეუღლის ადგილობრივ ადვოკატს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მისივე თქმით, იგი ბოლო 2 წელია უშედეგოდ ელოდება საქართველოს პარლამენტისგან საგამოძიებო კომისიის შექმნას.

„უკვე 2 წელი გავიდა, რაც პარლამენტს ველოდებით შექმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, მაგრამ უწყება პასუხს არ გვცემს. მაინტერესებს, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს პარლამენტი და რატომ ამბობს უარს ამ კომისიის შექმნაზე – წაშლილია გატაცების ყველა მტკიცებულება, ამიტომ წინ ვერ მიდის გამოძიება. აზერბაიჯანის და საქართველოს საგამოძიებო სამსახურები დღემდე თანამშრომლობენ ამ საქმის გამოძიებაზე, რაც სამარცხვინოა საქართველოსთვის,“- აღნიშნა ლეილა მუსტაფაევამ.

პირველი რადიო