ავარია სოფელ რუხში – 5 ადამიანი დაშავდა

ავარია სოფელ რუხში - 5 ადამიანი დაშავდაზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმაცია შსს-ში დაუდასტურფეს. სამი დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც საავადმყოფოში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

“მოზარდისა და მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ქალის – მძიმე. მას ორივე ბარძაყის ძვლის მოტეხილობა და ტრავმული შოკი აღენიშნება. დაშავებულებს შესაბამისი კვლევები უტარდებათ”,- აცხადებენ საავადმყოფოში.

შს სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.