“მთავარი არხის” ინფორმაციით, “ქართული ოცნების გავლენიანი დეპუტატი გია ვოლსკი მთლიანად აკონტროლებს ქვეყნის შიგნით არსებულ ავიაგადაზიდვების ბიზნესს. ტელეკომპანიის ინფორმაციით დეპუტატი ყველაფერს აკეთებს, კუთვნილი ბიზნესისთვის სახელმწიფო ფინენსების გამოყოფისთვის.
საუბარია 70 მილიონ ლარზე, რომელიც სახელმწიფომ ნატახტარის აეროპირტისა და კომპანია “აკიარისთვის” ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში გაიღო.
ავიაკომპანიის მფლობელი ამირან მანჯავიძე გია ვოლსკის ბავშვობის მეგობარია.
“მთავარის” ინფორმაციით, სახელმწიფო მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საქმეში ვოლსკი ჩაერთო.
ვოლსკის გააქტიურების შემდეგ ნატახტარის აეროპორტი და აღნიშნული კომპანია ყველა ტენდერში უპრობლემოდ იმარჯვებს, რომელიც მგზავრებისა და ტვირთების გადაზიდვას უკავშირდება.
“მთავარი არხის” ცნობით, “ქართული ოცნების” ლიდერის მონაწილეობით ჩამოიშორეს უცხოელი ინვესტორი რომელმაც 3 მილიონიანი ინვესტიცია ჩადო. ტელეკომპანიას წყარომ უთხრა, რომ ებრაელ ბიზნესმენს ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ, რის შემდეგაც მან ქვეყანა დატოვა.
ქართულ ზეცაში მონოპოლისტად ქცეულ კომპანიას “ბანკი ქართუ” უწევდა.
ნიუპოსტი

