ბარსელონა-რეალი დეკემბერში გაიმართება

ბარსელონა-რეალი დეკემბერში გაიმართებაბარსელონას და რეალის დაპირისპირება, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო ოფიციალურად გადაიდო. ამის მიზეზი დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა ბარსელონაში, რაც კატალონიელი პოლიტიკოსების დაკავებამ გამოიწვია.

ქალაქში მასობრივად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები და ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციამ კლასიკოს ჩატარება ასეთ პერიოდში მიზანშეწონილად არ ჩათვალა. მატჩი სავარაუდოდ 18 დეკემბერს გაიმართება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ დამტკიცებული არ არის და ის შესაძლოა შეიცვალოს.