ბარსელონას აეროპორტში საპროტესტო აქციის გამო 70 რეისი გადაიდო

ბარსელონას აეროპორტში საპროტესტო აქციის გამო 70 რეისი გადაიდობარსელონას აეროპორტ „ელ-პრატში“ მიმდინარე საპროტესტო აქციის გამო, 70-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო. საპროტესტო აქციები უშუალოდ აეროპორტის შენობაში, ტერმინალ 1-თან მიმდინარეობს, სადაც რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. მათ აეროპორტამდე მისასვლელი გზაც გადაკეტეს. ცოტა ხნით შეუძლებელი იყო მეტროთი და მატარებლით აეროპორტამდე გადაადგილებაც.

საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებაც მოხდა, რის შედეგადაც, არიან დაშავებულები და დაკავებულები.

ქვეყნის უმაღლესი სასამართლოს მიერ კატალონიელი პოლიტიკოსებისთვის 2017 წელს დამოუკიდებლობის მოთხოვნით ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეობისთვის, დღეს გამოტანილ განაჩენს მოსახლეობის პროტესტი მოყვა. 12 პოლიტიკოსს 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

დღესვე, ესპანეთის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე პაბლო ლარენამ კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაურის კარლეს პუჩდემონის დასაპატიმრებლად ორდერი გასცა.

იპნ