ბრიტანეთის პოლიციამ სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინა – მანქანა ბულგარეთიდან ჩავიდა

ბრიტანეთის პოლიციამ სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინა - მანქანა ბულგარეთიდან ჩავიდაბრიტანეთის პოლიციამ სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინა. სავარაუდოდ, მანქანა ბულგარეთიდან ესექსის საგრაფოში ოთხშაბათს ჩავიდა. პოლიციის ცნობით, დაკავებულია სატვირთოს მძღოლი, რომელიც 25 წლისაა და ჩრდილოეთ ირლანდიიდანაა.

„ჩვენ ვცდილობთ მსხვერპლთა ვინაობა დავადგინოთ, თუმცა ვეჭვობ, ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება“, – განაცხადა ესექსის პოლიციის ხელმძღვანელმა.

სამართალდამცავების ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი, თინეიჯერია.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ტვიტერში დაწერა:

„შეძრწუნებული ვარ ესექსში მომხდარი ტრაგედიით. რეგულარულად ვიღებ ცნობებს მომხდართან დაკავშირებით. ჩემი ოფისი მჭიდროდ თანამშრომლობს ესექსის პოლიციასთან, რომ დავადგინოთ, რა მოხდა. ჩემი ფიქრები არის მათთან, ვინც სიცოცხლე და საყვარელი ადამიანები დაკარგეს.“