ბულგარეთმა რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

ბულგარეთმა რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევაბულგარეთმა რუს დიპლომატს, რომელიც ჯაშუშობაშია ბრალდებული, ქვეყანა დაატოვებინა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სპეციალური პროკურატურისგან ინფორმაციის მიღებისთანავე, დიპლომატი სამინისტროში დაიბარეს.

„ბულგარეთმა რუსეთის ინსტიტუტებს მოუწოდა, თავისი თანამშრომელი დღევანდელი დღის ბოლომდე გაეწვიათ. პიროვნებამ ქვეყნის ტერიტორია უკვე დატოვა“, – განაცხადეს ბულგარეთის საგარეო უწყებაში.

პროკურატურის ცნობით, გასული წლის სექტემბრიდან სოფიაში რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი, ბულგარეთის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საიდუმლოს ხასიათის მატარებელ ინფორმაციებს აგროვებდა მათი მოსკოვისთვის გადაცემის მიზნით.

იპნ