დანი ალვეში: ”გვარდიოლას ბარსა საუკეთესო იყო”

დანი ალვეში: ”გვარდიოლას ბარსა საუკეთესო იყო”ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა ის დრო გაიხსენა, როდესაც ის ბარსელონაში თამაშობდა და გვარდიოლა მთავარი მწვრთნელი იყო. ალვეშის აზრით იმ პერიოდის ბარსელონა საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო:

”მაშინდელი დრო უბრალოდ ოქროს პერიოდი იყო, რადგან ჩვენ საუკეთესოები ვიყავით. არამხოლოდ მინდორზე, არამედ მის გარეთაც ძალიან კარგად გვესმოდა ერთმანეთის. ის დრო არასოდეს დამავიწყდება და გვარდიოლა ამ ყველაფრის შემოქმედი იყო. მაშინდელი ბარსა საუკეთესო გუნდია, სადაც ოდესმე მითამაშია”