დიდ დიღომში 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – 3 ადამიანი დაშავდა

დიდ დიღომში 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს - 3 ადამიანი დაშავდაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ დიდ დიღომში. პეტრიწის ქუჩაზე  ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ადგილზე მობილიზებული იყო  სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟების ჯგუფები.

ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთ დაშავებულს ტვინის შერყევა აღენიშნება, ხოლო მეორეს თავი აქვს გატეხილი, მცირეწლოვანს კი უმნიშვნელო დაზიანებები აღენიშნება.

საქმეზე გამოძიება დაიწყო.

რუსთავი 2