ედენ აზარი: ”რეალში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი”

ედენ აზარი: ”რეალში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი”მადრიდის რეალის ახალმა ვარსკვლავმა ედენ აზარმა განაცხადა რომ ის რეალში თამაშზე ყოველთვის ოცნებობდა და ჩელსის მადლობა გადაუხადა რომ მათ ამის საშუალება მისცეს. აზარის თქმით ის რეალში ახალი სიმაღლეების დასაპყრობად გადავიდა:

”ჩელსი ძალიან მიყვარს, მაგრამ როდესაც რეალმა ჩემს მიმართ ინტერესი გამოიჩინა მივხვდი რომ ამ გუნდში უნდა გამეგრძელებინა კარიერა. ჩელსის დიდ მადლობას ვუხდი იმისთვის რომ მათ ჩემი სურვილი გაითვალისწინეს. რეალში დიდი ამბიციები მაქვს და მინდა რომ ეს ამბიციები რეალობად იქცეს”.