ედისონ კავანი შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდეს

ედისონ კავანი შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდესპსჟ-ს ურუგვაელი ფორვარდი ედისონ კავანი სავარაუდოდ ზამთარში გუნდს დატოვებს, რადგან ის არ არის მუდმივად ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი. კავანის შეძენა საკმაოდ ბევრ გუნდს სურს და მათ შორის არის მანჩესტერ იუნაიტედიც, რომელსაც ფორვარდის პრობლემა აქვს.

კავანის პსჟ 50 მილიონ დოლარად აფასებს და ამ თანხის გადახდა მანჩესტერისთვის პრობლემა არ იქნება. რაც შეეხება თვითონ ურუგვაელ ფორვარდს ის ჯერჯერობით თავის მომავალზე კომენტარს არ აკეთებს და ზამთარს ელოდება.