ეკა კვესიტაძე – “ქორწილის დღე რომ არის და მეჯვარის კაბაზე მაზუთისფერ წყალს რომ გადაასხამ –  ქორწილი კი არა, ჩამოდი ახლა დროზე, შე არაადამიანო!”

ეკა კვესიტაძე - "ქორწილის დღე რომ არის და მეჯვარის კაბაზე მაზუთისფერ წყალს რომ გადაასხამ -  ქორწილი კი არა, ჩამოდი ახლა დროზე, შე არაადამიანო!"ეკა კვესიტაძემ, რომელიც ვაშინგტონში ია მეურმიშვილსა და კურტ ვოლკერის ქორწილს ესწრებოდა, ფეისბუქში დაწერა:

“ქორწილის დღე რომ არის და მეჯვარის კაბაზე მაზუთისფერ წყალს რომ გადაასხამ, თავს რომ იკლავთ, მაგრამ
კაბას ბოლოს მაინც რომ ეშველება და შენ დასტრესილ მეგობარს ერთი სული რომ აქვს, სახლიდან ახალი ხიფათის გარეშე დროზე გაგაცილოს – აი ეგ მომენტია ასახული ამ ფოტოზე Eliso Skhulukhia ???? იმ საღამოს ტელეფონიც დავკარგე (მერე ვიპოვე მაინც) მაგრამ ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი იყო სასწაული Ia Meurmishvili. მართალია, მილიონი სურათი გადაგვიღეს, მაგრამ ჯერ ერთიც არ მაქვს. მხოლოდ ჯონ ტეფტის და Batu Kutelia -ას იმედი მაქვს, სანამ პროფესიული ფოტოები დამეწევა ??”

მეუღლე შოთა უტიაშვილმა ამაზე დაუწერა:

“მოგიკვდეს ჩემი თავი, რა მძიმე დღეები გამოგივლია”

ნიკა გვარამიამ კი ასეთი კომენტარი გაუკეთა:

“ქორწილი კი არა, ჩამოდი ახლა დროზე, თორე მოვკვდი უკვე ეთერში ჯდომით, შე არაადამიანო.”

ამაზე კვესიტაძემ ასე უპასუხა:

“შოთიკოს რომ წააყვანინო ???❤️❤️❤️❤️ მომენატრე უკვე ??”