„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” დეპუტატ ილია ჯიშკარიანზე წერს, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
“ხაჭაპურზე რომ გაიშალეს თმები წულუკიანმა და სალომე ზურაბიშვილმა – საკრებულოს წევრის მიერ შესაძლო ძალადობაზე წყალი რატო ჩაიგუბეს პირში? იმ ძალადობაზე რაც ვნახე იმის მეტს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ საკრებულოში მუშაობის 4 წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე ვიგინდარა, მედროვე, უპრინციპო და უპასუხუმგებლო დეპუტატი ვინც ვნახე იყო სწორედ ვაჟბატონი ილია ჯიშკარიანი. სხდომა არ იყო, რომ გათხლეშილი მთვრალი არ ყოფილიყო და ყოველ სხდომაზე ხან ყვიროდა, ხან უსტვენდა, ხან ბოთლებს ისროდა და რას არ სჩადიოდა. ჯერ ალასანიას პარტიაში იყო, მეორე ჯერზე უკვე ალალი ოცნებიდან დაასახელეს. ჰოდა ასახელა კიდეც დედაპარტია” – წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს თანაშემწე თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
ბრალდებებთან დაკავშირებით ილია ჯიშკარიანი კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ „შეუძლოდ არის“.

