ერდოღანი სომეხთა გენოციდის აღიარებაზე – ”ეს თურქი ხალხის უდიდესი შეურაცხყოფაა”

ერდოღანი სომეხთა გენოციდის აღიარებაზე - ”ეს თურქი ხალხის უდიდესი შეურაცხყოფაა”თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ სომეხი ერის გენოციდის აღიარების საკითხს ეხმაურება და მას „უსარგებლოს“ და „შეურაცხმყოფელს“ უწოდებს.

„აქედან მინდა მივმართო აშშ-ს საზოგადოებას და მთელ მსოფლიოს: ეს უსარგებლო ნაბიჯია და ჩვენ მას არ ვაღიარებთ. ეს, ჩვენი აზრით, თურქი ხალხისთვის უდიდესი შეურაცხყოფაა“,-განაცხადა ერდოღანმა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში.

მისივე განცხადებით, კენჭისყრა პოლიტიკურად მოტივირებული იყო. „თურქეთის პარლამენტი კონტრრეზოლუციას მიიღებს“, – აღნიშნა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915-1923 წლებში ჩადენილი სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიარა.

რეზოლუციას 29 ოქტომბერს მხარი 405-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 11 წავიდა.

იპნ