ერნესტო ვალვერდე: ”ბარსელონამ კრიზისი გადალახა”

ერნესტო ვალვერდე: ”ბარსელონამ კრიზისი გადალახა”ბარსელონამ საკუთარ მოედანზე სევილია დაამარცხა 4:0 და მატჩის შემდეგ ბარსელონას მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე კმაყოფილი იყო. ვალვერდეს თქმით ბარსელონამ კრიზისი გადალახა და ფეხბურთელებმა თავდაჯერებულობა იგრძნეს:

”ძალიან მიხარია რომ სევილია ასე დამაჯერებლად დავამარცხეთ, თუმცა ცოტათი გაგვიმართლა, რადგან მეტოქეს შეეძლო გოლის გატანა. ვფიქრობ ფეხბურთელებმა თავდაჯერებულობა იგრძნეს და შემდეგ მატჩებში კიდევ უფრო უკეთ ითამაშებენ”.