საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას პროკურორ სალომე ადეიშვილის სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით უპასუხა.
მისი თქმით, ყველა ეს შემთხვევა გამოძიებული უნდა იყოს და უწყებამ ამის შესახებ განმარტება უნდა გააკეთოს.
“ყველა ის შემთხვევა სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის უნდა იყოს გამოძიებული. დაველოდები პროკურატურის რეაგირებას ამ საკითხზე, თუ ეს სიმართლეა, ეს არის მიუღებელი, თუმცა პროკურატურა ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი უწყებაა და უნდა გააკეთოს განმარტება ამის შესახებ” – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

