„გაუმარჯოს უკრაინას და უკრაინელ ხალხს“ – მეუფე ანტონი

„გაუმარჯოს უკრაინას და უკრაინელ ხალხს“ - მეუფე ანტონივანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას საპატრიარქოში შესვლამდე მედიასთან გამოეხმაურა და თქვა: “არც იმის საფუძველი მაქვს, ვენდო მეუფე იაკობის განცხადებებს, არც იმის საფუძველი მაქვს, არ ვენდო”.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებენ და შესაძლოა, ეს ერთ-ერთი მთავარი თემა იყოს.

მისივე განცხადებით, მეუფე იაკობის ეკლესიიდან განკვეთაზე საუბარი ზედმეტია.

„სწორედ ამის გამო ვართ მოსული, რომ გავერკვიოთ სიტუაციაში. ​ჩვენ დაველოდებით, იქნება კითხვები, იქნება პასუხები და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ. მე განვაცხადე, რომ არც იმის საფუძველი მაქვს, ვენდო, არც იმის საფუძველი მაქვს, არ ვენდო. რა თქმა უნდა, მჭირდება მტკიცებულებები.​ ​საერთოდ, ასეთი კითხვები, განკვეთა და ასეთი, ამოიღეთ. ასეთი რამ არ არსებობს“, -თქვა მაღალი იერარქის წარმომადგენელმა.

რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხს, მეუფე ანტონი ამბობს, რომ მისი პოზიცია საპატრიარქოსთან შეჯერდება.

„ჩემი პოზიცია როგორი იქნება, ეს შეჯერებული იქნება საპატრიარქოსთან​. ჩვენ წერილი არ გვინახავს. წავიკითხავთ თუ არის და ვიმსჯელებთ“, – თქვა მან.

მედიის წარმომადგენლებმა მეუფე ანტონს ​უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საკითხსზეც დაუსვეს კითხვა.

„გაუმარჯოს უკრაინას და უკრაინელ ხალხს“, – დასძინა მეუფე ანტონმა.