ჟურნალისტი გიორგი გაბუნია პროკურატურაში დაიბარეს. “მთავარი არხის” ჟურნალისტი უწყებაში ორშაბათს უნდა მივიდეს.
ტელეწამყვანი მოწმის სტატუსით დაბარებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

