გლდანში 15 წლის გი­ორ­გი ფა­ლე­ლაშ­ვი­ლი დაჭრეს – მას პირ­ვე­ლი და­დე­ბი­თი ჯგუ­ფის სისხლი სჭირდება

გლდანში 15 წლის გი­ორ­გი ფა­ლე­ლაშ­ვი­ლი დაჭრეს - მას პირ­ვე­ლი და­დე­ბი­თი ჯგუ­ფის სისხლი სჭირდებაგლ­დან­ში ორი დღის წინ დაჭ­რი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. 15 წლის გი­ორ­გი ფა­ლე­ლაშ­ვი­ლი მეტ­რო­სად­გურ „ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ვა­რა­უ­დოდ, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა გამ­ვლელ­მა დაჭ­რა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სერგო ოსმინკინი ად­გილ­ზე­ვე და­ა­კა­ვეს.

დაჭ­რი­ლი გი­ორ­გი ფა­ლე­ლაშ­ვი­ლი გლ­და­ნის 173-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მე­ა­თე კლა­სის მოს­წავ­ლეა.

სავაჭრო ობიექტის წარმომადგენლები კურიერთან მომხდარის დეტალებს იხსენებენ, თუ რა ვითარებაში მიაყენა უცნობმა მამაკაცმა მოზარდს ჭრილობები. მათი თქმით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

“ჩხუბი მოხდა გარეთ. გოგოები ცდილობდნენ, რომ გაეშველებინათ, მერე ერთ-ერთი შემოვარდაო და გაიქცა პირდაპირ “კრანისკენ“. ეტყობა იცოდნენ, რომ იქ დანა, ჩანგალი, კოვზია და პირდაპირ გაიქცა იქით, რომ აუღია დანა და რომ გამოქცეულა, დაუძახიათ ამ გოგოებს, დანით არის და გაიქეცითო“ – ამბობს სავაჭრო ობიექტის წარმომადგენელი.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19/109 მუხ­ლით და­ი­წყო, რაც არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

დაჭ­რი­ლი მო­ზარ­დი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მისი ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიჭი უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და სჭირ­დე­ბა პირ­ვე­ლი და­დე­ბი­თი ჯგუ­ფის სის­ხლი. თუ ვინ­მეს გაქვთ დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი ქავ­თა­რა­ძის სის­ხლის ბან­კში შე­გიძ­ლი­ათ სის­ხლი ჩა­ა­ბა­როთ, 15 წლის გი­ორ­გი ფა­ლე­ლაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე.