გლდანში, ავტოფარეხში ორი ადამიანი დაჭრეს

გლდანში, ავტოფარეხში ორი ადამიანი დაჭრესთბილისში, გლდანში არსებულ ერთ-ერთ ავტოფარეხში ორი ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს დაზიანებები ჩაქუჩითა და დანით აქვთ მიყენებული. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ერთ-ერთი მათგანი უკვე გაწერეს კლინიკიდან. როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმესთან დაკავშირებით სამი პირია დაკავებული. გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.