გვიან ღამით დასრულდა მძიმედ დაჭრილი გოჩა ვეფხვაძის მეორე ოპერაცია – მას ტრეპანაცია დასჭირდა.
მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე რჩება. რაც შეეხება ბრალდებულებს – არც ერთი მათგანი ჯერ დაკავებული არ არის.
“გართულების გარეშე ჩაიარა ოპერაციამ, თუმცა მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე რჩება. ტვინი არის ძალიან დასიებული და შეშუპება არის საკმაოდ დიდი”. – უთხრა რუსთავი 2-ს გოჩა ვეფხვაძის ნათესავმა თამარ ხავთასმა.
ლისის ტბაზე მომხდარ სისხლიან გარჩევაში მონაწილე ხუთ მამაკაცს ბრალი დაუსწრებლად გუშინ წარედგინა. არ არის გამორიცხული, რომ ლისის ტბაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის მონაწილეებმა ქვეყანა უკვე დატოვეს.