გოგი ოთხმეზური პოლიტიკაში მოდის?

გოგი ოთხმეზური პოლიტიკაში მოდის?დეპუატატ გია ჟორჟოლიანის განცხადებით არ არის გამორიცხული, რომ ოთხმეზური პოლიტიკაში ვიხილოთ.
ისტორიკოსი გოგი ოთხმეზური დღეს პარლამენტში იმყოფებოდა, თუმცა ამბობს, რომ დეპუტატ გია ჟორჟოლიანთან მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილა.

კითხვაზე, უნდა გამოიკითხოს თუ არა პრეზიდენტი მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხზე, ოთხმეზური პასუხობს, რომ ეს „არ აინტერესებს“.

„დეპუტატ გია ჟორჟოლიანს შეწყალების საკითხზე არ შევხვედრივარ. შეწყალების საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებ. არიან ხელისუფლება და მთავარი პროკურატურა, რომლებიც რასაც საჭიროდ ჩათვლიან, ისე გააკეთებენ. სალომე ზურაბიშვილთან ამ საკითხზე არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. მცდელობაც კი არ ყოფილა კომუნიკაციის“, – უთხრა მედიას ოთხმეზურმა.

დეპუატატ გია ჟორჟოლიანის განცხადებით კი არ არის გამორიცხული, რომ ოთხმეზური პოლიტიკაში ვიხილოთ.

“ჩვენ ვთანამშრომლობთ, ალბათ ერთად მივიღებთ მონაწილეობას 2020 წლის არჩევნებში. ყოველ დღე გვაქვს შეხვედრა. კონკრეტულად ვინ, რა, რომელ ადგილას, ეს ყველაფერი იქნება მერე”- თქვა ჟორჟოლიანმა.

ნიუპოსტი