გურამ ჩალაგაშვილი – “გაქვთ ვადა, რომ მისცეთ ჩვენება, ვინ დაგავალათ კობა კოშაძისთვის იარაღის ჩადება”

გურამ ჩალაგაშვილი - "გაქვთ ვადა, რომ მისცეთ ჩვენება, ვინ დაგავალათ კობა კოშაძისთვის იარაღის ჩადება"„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა გურამ ჩალაგაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე დაანონსებული სკანდალური ინფორმაცია გაასაჯაროვა და დაკავებულ კობა კოშაძის საქმეზე ისაუბრა.

მისი თქმით, ექსპერტიზის ყველა დასკვნის მიხედვით, კოშაძის დნმ-ი იარაღზე არ აღმოჩნდა.

“კიდევ ერთი კრახი განიცადა ივანიშვილის სისხლიანმა რეჟიმმა და უდიპლომო თადუმაძის ჯიბის პროკურატურამ. მათ ექსპერტიზის დასკვნით თავზე გადაეხათ კობა კოშაძის თეთრი ძაფით შეკერილი საქმე.

ჯერ კიდევ ივნისის თვეში, პოლიციელებმა ირაღი ჩაუდეს და დაიჭირეს ოქრუაშვილის უახლოესი მეგობარი, მისი ოჯახის წევრი კობა კოშაძე, რომელიც პატიმრობაშია, ეს იყო ივანიშვილის პირველი გზავნილი, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში არ შემოსულიყო და ერთ თვეში ოქრუაშვილიც დაიჭირეს.

მინდა მივმართო პროკურატურას, თადუმაძეს უდიპლომო ადამიანს. ერთი კვირის წინ, ჩვენ წარვადგინეთ, ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ იარაღზე კობა კოშაძის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა, პროკურატურას ჰქონდა მეორე არგუმენტი, რომ მიმდინარეობდა მეორე ექსპერტიზა სადაც უნდა ყოფილიყო დნმ-ის პასუხი დღეს ჩვენ მივიღეთ დასკვნა, სადაც წერია, რომ არც მანდ არ არის კობა კოშაძის დნმ-ის კვალი.

ივანიშვილო და თადუმაძევ, მოგმართავთ, სრული პასუხისმგებლობით, დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული საპატიმროდან კობა კოშაძე. ასევე მთავარი რაც არის, მინდა მივმართო იმ ოთხ პოლიციელს, რომლებმაც მისცეს ჩვენება და დაიჭირეს კოშაძე, ჩაუდეს იარაღი. მე მაქვს თითოეული თქვენთაგანის პირადი მონაცემი, დღეს წავიკითხავ მხოლოდ და მხოლოდ მათ სახელსა და გვარებს, ვინაიდან გავუფრთხილდები მათი ოჯახის წევრებს და სამშაბათს თუ ისინი არ შეასრულებენ ჩვენს მოთხოვნას, ყველაფერი იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის, ესენი არიან დეტექტივი-მეფარიძე, კოპაძე, აწყარულაშვილი და ნიჟარაძე, თქვენ გაქვთ ვადა ორშაბათს საღამომდე და მიხვიდეთ სასამართლოში კამერებისა და ტელევიზიების გარეშე მისცეთ ჩვენება და თქვათ, ვინ დაგავალთ ჩაგედოთ იარაღი” – არნიშნა ჩალაგაშვილმა.

ჩალაგაშვილმა ინფორმაციის უტყუარობის მიზნით აღნიშნულ პოლიციელთა პირადი ნომრის ბოლო სამი ციფრიც გაასაჯაროვა.