გვარდიოლა: ”შეგვიძლია ლივერპულს დავეწიოთ”

გვარდიოლა: ”შეგვიძლია ლივერპულს დავეწიოთ”მანჩესტერ სიტი საკუთარ მოედანზე ვულვერჰემპტონთან დამარცხდა 0:2 და ამ მარცხის შემდეგ გვარდიოლას გუნდი ლივერპულს უკვე 8 ქულით ჩამორჩება. მიუხედავად ამისა, გვარდიოლა თითქმის დარწმუნებულია რომ სიტი მაინც იბრძოლებს ჩემპიონობისთვის და ჯერ მხოლოდ დასაწყისია: ”

”სამწუხაროა რომ მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ, მაგრამ ფეხბურთში ასეც ხდება. დარწმუნებული ვარ ლივერპული წაიფორხილებს, რადგან ყველა მატჩის მოგება შეუძლებელია, ჩვენ კი ამით უნდა ვისარგებლოთ. ჯერ არაფერი დასრულებულა და ჩვენ ვიბრძოლებთ”.