იაპონიაში მილიონობით ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს – ქვეყანას ტაიფუნი ჰაგიბისი უახლოვდება

იაპონიაში მილიონობით ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს - ქვეყანას ტაიფუნი ჰაგიბისი უახლოვდებაიაპონიას ტაიფუნი “ჰაგიბისი” უახლოვდება. სტიქიის გამო დაღუპულია 1 ადამიანი, 4 დაშავდა. მილიონობით ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს.

დახურულია ყველა მაღაზია და საჯარო დაწესებულება. სტიქიამ ინფრასტრუქტურაც დააზიანა.  სტიქიის გამო იაპონიაში დღეს რაგბის მსოფლიო თასის ორი მატჩი, ახალ ზელანდიას და იტალიას და საფრაnგეთსა და ინგლისს შორის, გადაიდო.

ბოლო 60 წლის განმავლობაში ტოკიოში ყველაზე ძლიერი წვიმაა და ქარია. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ შაბათს საღამოს, ტაიფუნი ბოლო 60 წლის მანძილზე, ყველაზე ძლიერ წვიმას და ქარს გამოიწვევს.