ირმა ინაშვილი ”ოცნებას” რევოლუციით დაემუქრა – ”ეგენი 15%-საც ვერ მიიღებენ”

ირმა ინაშვილი ”ოცნებას” რევოლუციით დაემუქრა - ”ეგენი 15%-საც ვერ მიიღებენ”ირმა ინაშვილის თქმით, “პატრიოტთა ალიანსი” “ქართულ ოცნებასთან” კოალიციაში არ შევა.

როგორც ინაშვილმა განმარტა, “ოცნებას” იმდენად აქვს დაკარგული ხალხის ნდობა, რომ მასთან კოალიციურ ფორმატში თანამშრომლობა “პატრიოტთა ალიანსისთვის” საინტერესო არაა.

“კობახიძე არც გამორჩეული პარლამენტის თავმჯდომარე იყო, არც გამორჩეული პოლიტიკოსი და ექსპერტია, რომ საარჩევნო პროგნოზები გაგვიზიაროს.

არავინ არ იღწვის, რომ კოალიციაში შევიდეს “ქართულ ოცნებასთან . ჩვენი პოლიტიკური გუნდი ნამდვილად არ იღწვის ამისათვის. “ქართული ოცნების” იმიჯი დღეს იმდენადაა დაზიანებული, იმდენად აქვს დაკარგული ხალხის ნდობა, რომ მასთან კოალიციურ ფორმატში თანამშრომლობა აშკარად არაა საინტერესო ჩვენთვის.

“ქართული ოცნება” 45% და 50%-ს კი არა, დღევანდელ ვითარებაში ხმების 15%-ს ვერ მოიპოვებს, ამიტომ ვის ვისთან და როგორ მოუწევს მომავალში კოალიციის შექმნა ან არშექმნა, ამას 2020 წლის არჩევნების შედეგები გვაჩვენებს, მაგრამ თუ “ქართული ოცნება” იმას ფიქრობს, რომ კვლავ ბოკერიას დაუწერს ხმებს (როგორც დაუწერა თითქოსდა 800.000 ხმა) და გააგრძელებს მოღალატურ თამაშს მწამებლების პარტიებთან, მიიღებს არც მეტი და არც ნაკლები რევოლუციას ქვეყანაში.

ამდენად, ყველას ვურჩევ, კარგად დაფიქრდეს, როცა საარჩევნო პროგნოზებზე და წითელ ხაზებზე საუბრობს. მათ შორის, ბატონ კობახიძეს, რომელიც საკუთარი გვარითა და სახელით რომ გავიდეს არჩევნებზე, 2 ხმასაც ვერ მიიღებს, ვარწმუნებ,”- თქვა ინაშვილმა.

ნიუპოსტი