იტალიის პოლიციამ 2 ქართველი დააკავა

იტალიის პოლიციამ 2 ქართველი დააკავაიტალიის პოლიციამ, ბინების ქურდობაში ეჭვმიტანილი 2 ქართველი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მძარცველებმა დანაშაული ივლისში ჩაიდინეს.

მათ ქალაქ ტრიესტში სახლებიდან  133 ათასი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს. დაკავებულები 25 წლამდე ახალგაზრდები არიან.

პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარა, საიდანაც სამხილები ამოიღეს. სამართალდამცველებმა მეორე ეჭვმიტანილი რომის აეროპორტში აიყვანეს. მძარცველთა ჯგუფის მესამე წევრი კი ძებნაშია.

რუსთავი 2