იურგენ კლოპი: ”მანჩესტერ იუნაიტედი მხოლოდ დაცვაზე ფიქრობდა”

იურგენ კლოპი: ”მანჩესტერ იუნაიტედი მხოლოდ დაცვაზე ფიქრობდა”ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მანჩესტერ იუნაიტედთან თამაშის შემდეგ აღნიშნა რომ მეტოქე მუდმივად დაცვაზე ფიქრობდა და ამან ლივერპულს თამაში ძალიან გაურთულა:

”რთულია მოგება, როდესაც მეტოქე დაცვაზე არის ორიენტირებული. არავის ვაკრიტიკებ, ეს უბრალოდ ფაქტებია. ვფიქრობ დღეს ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგ იყო და ამიტომ ვერ მოვახერხეთ გამარჯვება, მაგრამ ფრე ცუდი შედეგი არ არის”.

მანჩესტერ იუნაიტედმა და ლივერპულმა 1:1 ითამაშეს და ამ თამაშმა ლივერპულის მოგებათა სერია შეწყვიტა.