ხაშურის საავადმყოფოში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა

ხაშურის საავადმყოფოში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალახაშურის საავადმყოფოში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. კლინიკაში აცხადებენ, რომ საავადმყოფოში შეყვანისას პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.

შეგახსენებთ, რომ ხაშურში 30 წლამდე ასაკის მამაკაცმა ყოფილი მეუღლე მძიმედ დაჭრა. დაჭრილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

“კურიერის” ინფორმაციით, დაპირისპირებამდე მამაკაცმა ახალგაზრდა ქალის სამსახურში შეაგდო ხელყუმბარა, რომელიც არ აფეთქდა, ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ.