კრიშტიანო რონალდუმ მე-700 გოლი გაიტანა

კრიშტიანო რონალდუმ მე-700 გოლი გაიტანაპორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ თავის კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა. რონალდუმ ეს უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გააკეთა, თუმცა მისმა გოლმა პორტუგალია მარცხს ვერ გადაარჩინა. მატჩის შემდეგ რონალდუმ განაცხადა რომ მისი წარმატებები თანაგუნდელების დამსახურებაც არის:

”ძალიან მიხარია რომ ამ ნიშნულს მივაღწიე და ბუნებრივია გაჩერებას არ ვაპირებ. ჩემი თანაგუნდელები მეხმარებიან როგორც გუნდში, ასევე ნაკრებში. სამწუხაროა რომ დღეს დავმარცხდით, მაგრამ უფრო ძლიერები დავბრუნდებით”.