კვირიკაშვილი – ”პატრიარქის წინააღმდეგ არასდროს წავსულვარ”

კვირიკაშვილი - ”პატრიარქის წინააღმდეგ არასდროს წავსულვარ”საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებას მცირე კომენტარით გამოეხმაურა.

„მხოლოდ იმას გავიმეორებ, რაც აქამდეც გავრცელდა, არასდროს წავსულვარ პატრიარქის წინააღმდეგ“,- აღნიშნა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. „გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური „მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთო“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.