“ლევან ძნელაძემ დაჭრა გივი ცინცაძე” – ყიფშიძეზე გარჩევის ახალი დეტალები

"ლევან ძნელაძემ დაჭრა გივი ცინცაძე" - ყიფშიძეზე გარჩევის ახალი დეტალებითბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი კრიმინალური გარჩევის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. დაცვის მხარე სათვალთვალო კამერიდან ამოღებულ ვიდეო-მტკიცებულებებზე საუბრობს, რომლებიც, ადვოკატის თქმით, საქმეს თავდაყირა აყენებს.
უფრო კონკრეტულად, საქმის მასალების თანახმად, პირველ სამ გასროლას ბიზნესმენი ლევან ძნელაძე ახდენს.
აქამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 5 კაციანი ჯგუფი ლევან ძნელაძეს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით მძიმე დაზიანებები მიაყენა.
ძნელაძე ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. ადვოკატების მონაყოლის მიხედვით, ძნელაძე ესვრის მოქალაქე გივი ცინცაძეს, რომლის მამა, ჯაში ცინცაძე ამ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულია.
“კამერებში კარგად ჩანს, რომ პირველ გასროლას ლევან ძნელაძე ახდენს. მან სამი გასროლა მოახდინა. გივიკო ცინცაძე კი იარაღის წართმევას ცდილობს. ამ ფაქტს შეესწრო ცინცაძის მამა და მისი რამდენიმე მეგობარი. ისინი ცეცხლსასროლი იარაღის წართმევას ცდილობდნენ. გივიკო სწორედ ერთი ტყვიით იყო დაჭრილი”- აცხადებს ადვოკატი სოსო ხარატიშვილი.
კიდევ ერთი ადვოკატი, თამარ მერლანი აცხადებს, რომ კონფლიქტის საწყის ეტაპზე ცეცხლი სწორედ ლევან ძნელაძემ გახსნა.
“საქმეში ფიგურირებს ერთადერთი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ლევან ძნელაძეს ეკუთვნის. მან გამოიყენა ეს ცეცხლსასროლი იარაღი და ამ იარაღით მიყენებული აქვს ჭრილობა გივი ცინცაძეს”- თქვა ადვოკატმა.
სისხლიანი გარჩევა ყიფშიძის ქუჩაზე 30 სექტემბერს მოხდა, რომელშიც ხუთი ადამიანი ფიგურირებდა. შუახნის კაცებს შორის შელაპარაკება 2 პირის დაჭრით დასრულდა.

ორივე დაჭრილი კაცი მე-9 საავადმყოფოში გადაყვანეს. ერთი კლინიკიდან უკვე გამოწერეს, ხოლო მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ნიუპოსტი