ლევან მურუსიძე – სია დაიდოს, ვინ არის კლანის წევრი

ლევან მურუსიძე - სია დაიდოს, ვინ არის კლანის წევრი“კარგი იქნება თუ ჩამოვყალიბდებით: მაშინ ითქვას, ეს სია დაიდოს – ვინ არის „კლანის“ წევრი. შემდგომ შესაძლებელია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება. ხომ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს თემა?”, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მიმაჩნია, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხარისხი დღეს რომ არის, ასეთი არასდროს ყოფილა საქართველოს ისტორიაში. ასეთი პირდაპირი ლანძღვა და თავდასხმა კი მართლმსაჯულების სისტემის წინააღმდეგ არ ყოფილა არასდროს, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. შეიძლება ვისაუბროთ, რაღაც გავაკრიტიკოთ, რაღაც თემები გამოვასწოროთ, მაგრამ ეს პიროვნული შეურაცხყოფა, ვფიქრობ, რომ არ წაადგება მართლმსაჯულებას, თორემ სასამართლო კორპუსი ამას აიტანს და თავის გზას გააგრძელებს. მაგრამ ის, რაც საზოგადოებას და ქვეყანას უნდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება შეუქცევადი პროცესი იყოს და ის კარგი ტენდენცია, რაც არის, ტრადიციაში გადავიდეს, საქართველო იმ ტრადიციულ ქვეყნებს შეუერთდეს, სადაც სასამართლო არის დამოუკიდებელი, გაცილებით მარტივად იქნება მიღწეული, თუ დავდგებით ყველანი ერთად, შეცდომებს გავაანალიზებთ და ლანძღვას დავანებებთ თავს”,-აღნიშნა ლევან მურუსიძემ.

მან პარლამენტში წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ყველაფერი დროთა განმავლობაში დაიხვეწება.

„არ შეიძლება ყველაფერი იდეალური იყოს. პირველ ეტაპზე, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროცესი პირველად იყო და თან სდევს ძალიან დიდი აჟიოტაჟი, მე პირადად, როგორც ლევან მურუსიძეს, მიმაჩნია, რომ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის კარგი. დანარჩენი პარლამენტის შესაფასებელია და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება”,-განაცხადა მურუსიძემ. მისივე თქმით, ის მიესალმება, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კრიტიკული შეკითხვები ისმის“,- განაცხადა ლევან მურუსიძემ.