მამუკა ხაზარაძემ ლელოს კიდევ 12 წევრი წარადგინა

მამუკა ხაზარაძემ ლელოს კიდევ 12 წევრი წარადგინასაზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მოძრაობის კიდევ 12 წევრი წარადგინა.

„ლელოს” ახალი წევრები იქნებიან: 1. ოქტაი ქაზუმოვი – ფილოლოგი, მთარგმნელი; 2. ქეთევან ჟვანია-თაისონი – პიროვნული განვითარების ტრენერი, ტრანსფორმაციული ქოუჩი, არაფორმალური განათლების სპეციალისტი და ახალგაზრდული მუშაკი; 3. ანდრო ბიბილეიშვილი – ბიზნესმენი; 4. ნიკოლოზ კიკვიძე – ეკონომისტი, სამოქალაქო აქტივისტი; 5. ეთერ გაიაშვილი – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი; 6. თემურ არაბიძე – ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტი; 7. ირაკლი აფაქიძე – მსახიობი; 8. ნინო მგალობლიშვილი – სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის მოდის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი, კულტურის კვლევების დოქტორი; 9 ნუკრი საჯაია – ბიზნესის მართვის სპეციალისტი; 10. რამაზ ბლუაშვილი – მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციის ფონდ „ნოვა”-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი; 11. ნინო ყამბეგაშვილი – პიანისტი, ეკონომიკური სამართლის სპეციალისტი; 12. ირაკლი ქადეიშვილი – მხატვარ-არქიტექტორი.

ასევე, ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უერთდება „ლელოს” და საზოგადოებრივი მოძრაობა ეტაპობრივად, სხვადასხვა ფორმით ყველა მათგანს წარადგენს. მისივე თქმით, პროცესი გაგრძელდება როგორც თბილისში, ასევე – რაიონებში.

იპნ