მამუკა მდინარაძე – “ნაზი ჯანეზაშვილმა იგივე უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა, რომელიც შალვა თადუმაძემ”

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნაზი ჯანეზაშვილმა იგივე უმაღლესის სასწავლებელი დაამთავრა, რომელიც შალვა თადუმაძემ.

როგორც მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტსი სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ზაზა თავაძეს უსმენენ, ინსტიტუტი, რომელიც შალვა თადუმაძემ დაამთავრა 2003 წლამდე ფიქსირდებოდა როგორც თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი და იგივე უმაღლესი 2002 წელს ნაზი ჯანეზაშვილს აქვს დამთავრებული, რომელმაც ეს დიპლომი წარმოადგინა და მას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

„გუშინ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც დეპუტატებმა ეჭვი შეიტანეს შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობაში ის იყო, რომ ინსტიტუტს, სადაც ის სწავლობდა, 2003 წლიდან მიენიჭა ნოდარ დუმბაძის სახელი. ჩვენი ოპონენტების მხრიდან მთელი დღის განმავლობაში ვისმენდით შეურაცხმყოფელ განცხადებებს ამასთან დაკავშირებით. საქართველოს გენერალურ პროკურორს თაღლითიც კი უწოდეს.

ჩვენ მოვიძიეთ და კურსდამთავრებული, რომელმაც 2003 წლამდე დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტი, არის ნაზი ჯანეზაშვილი, მის დიპლომში დამთავრების თარიღად 2002 წელი ფიქსირდება. ქალბატონმა ნაზი ჯანეზაშვილმა, რომლის კვალიფიკაციასა და დიპლომის ნამდვილობაში არ გვეპარება ეჭვი, მან ეს დიპლომი წარმოადგინა მაშინ, როდესაც იყო კანდიდატი და მხარდაჭერილი საქართველოს პარლამენტის მიერ და მას ჩვენმა ოპონენტებმაც დაუჭირეს მხარი, იგივე ინსტიტუტი დაამთავრა.

შესაბამისად, არგუმენტი, რომლის მიხედვითაც შეუძლებელი იყო 2003 წლამდე ნოდარ დუმბაძის სახელის მითითება ამ უნივერსიტეტის დასახელებაში, შეგვიძლია გადავდოთ გვერდით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იპნ

დატოვეთ თქვენი კომენტარი