მარეკ დუდაევის მკვლელი ვიაჩესლავ კაზიევი ცხინვალის ციხეში გარდაიცვალა – როგორ ცემენ მოქალაქეებს ცხინვალის საკანში

მარეკ დუდაევის მკვლელი ვიაჩესლავ კაზიევი ცხინვალის ციხეში გარდაიცვალა - როგორ ცემენ მოქალაქეებს ცხინვალის საკანშიროგორც ცემენ მოქალაქეებს ცხინვალის წინასწარი დაკავების საკანში – სკანდალური კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეომასალაში სამართალდამცავთა მიერ, სავარაუდოდ, სწორედ ცხინვალის წინასწარი დაკავების საკანში პატიმრების ცემაა ასახული. წინასწარი ინფორმაციით,
კადრები იმ ეკრანიდან არის გადაღებული, სადაც სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეომასალა ჩანს.

გავრცელებული ინფორმაციით პატიმრები პროტესტის ნიშნად შიმშილობდნენ, 2 ოქტომბერს კი ომონის თანამშრომლები მათ სასტიკად გაუსწორდნენ და საკვების მიღება აიძულეს. პატიმრებმა შიმშილობა დე ფაქტო იუსტიციის უწყების ახალი რეგულაციის გამო დაიწყეს, რომლის თანახმადაც პატიმრების ახლობლებს მათთვის საკვების შეგზავნა, მხოლოდ თვეში ერთხელ შეეძლებათ. შიმშილობის პერიოდში საპატიმრო დაწესებულებაში ერთი  მსჯავრდებული გარდაიცვალა,

გარდაცვლილი მკვლელობაში ბრალდებული 33 წლის ვიაჩესლავ კაზიევია, რომელიც სასჯელს ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის მარეკ დუდაევის მკვლელობისთვის იხდიდა. მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზად გულის პრობლემები დასახელდა.

საპატიმრო დაწესებულება მის შიმშილობაში მონაწილეობას უარყოფს.

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცავებმა 2004 წლის მარტში, გორში მკვლელობის, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. 2005 წელს, სასამართლომ დუდაევს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2013 წლის ივნისში მარეკ დუდაევი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონით სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გაუქმების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლდა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნდა.

2016 წლის ივნისში, ოსმა სამართალდამცავებმა დუდაევი ოკუპირებული ახალგორის რაიონში დააკავეს. მედიის ცნობით, დუდაევის დაკავებას წინ უძღვოდა მისი კონფლიქტი ადგილობრივ კონტრაბანდისტ ტარიელ ბაშარულთან.

დეფაქტო შსს-ს ინფორმაციით, დუდაევს მისმა თანასოფლელმა, 32 წლის ვიაჩესლავ კაზიევმა ესროლა. მკვლელობა სოფელ არცევში 15 იანვარს მოხდა. 28 აპრილს კაზიევმა დუდაევის მკვლელობა აღიარა და სამართალდამცველებს დანაშაულის ჩადენის იარაღი – მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ჩააბარა.