მარსელომ ტრავმა მიიღო

მარსელომ ტრავმა მიიღომადრიდის რეალის მცველმა მარსელომ ერთ-ერთ ვარჯიშზე კუნთის ტრავმა მიიღო და ამის გამო ის სავარაუდოდ რამდენიმე კვირას გამოტოვებს. მარსელოს ტრავმა რეალისთვის დიდი პრობლემაა, რადგან მის პოზიციაზე გუნდს ჯანმრთელი ფეხბურთელი აღარ დარჩა.

ფლორან მენდის და ნაჩო გონსალესს ასევე ტრავმები აქვთ. შემდეგ შეხვედრას რეალი საკუთარ მოედანზე გრანადასთან გამართავს და გრანადა ამჟამად მეორე ადგილზეა. მატჩი 5 ოქტომბერს ჩატარდება.