“მძარცველები ქართველებს ჰგავდნენ” – ათენში მოხუცი მამაკაცი აწამეს და გაძარცვეს

"მძარცველები ქართველებს ჰგავდნენ” - ათენში მოხუცი მამაკაცი აწამეს და გაძარცვესბერძნული მედიის ცნობით, 19 ოქტომბერს ღამით ათენის გარეუბან ვულაში საქართველოს მოქალაქეებმა  აწამეს და გაძარცვეს სახლის მეპატრონე.

როგორც 74 წლის მამაკაცი ჰყვება, მას ხუთი საათის მანძილზე აწამებდნენ და აიძულებდნენ ეთქვა, თუ სად ჰქონდა თანხა. თავდაპირველად სეიფის არსებობის შესახებ უთხრა, მაგრამ მძარცველები ამას არ დასჯერდნენ  და კედლებიც კი გამოანგრიეს.

მამაკაცს მოტეხილი აქვს ხელი, ცხვირი და ჩამტვრეული აქვს კბილები. მას წყლით სავსე ნიჟარაში აყოფინებდნენ თავს.

მამაკაცს ხელზე ქირურგიული ჩარევა სჭირდება.

სახლიდან წაღებულია ათასობით ევრო, დიდი რაოდენობით ოქრო და ვიდეო მასალაც, რომელზეც ისინი ძარცვის მომენტში იყვნენ აღბეჭდილები.

“ისინი ჩემს სახლში დილიდან შევიდნენ, თუმცა, ვერ შეძლეს სასურველი რაოდენობის თანხის და ძვირფასეულობის პოვნა და დამელოდნენ, ვიდრე სახლში დავბრუნდებოდი. მაწამებდნენ, ვიდრე ვიტყოდი, სად მქონდა თანხა. ისინი ბერძნები არ იყვნენ, სავარაუდოდ, უფრო ქართველებს ჰგავდნენ,” ამბობს ის.

გეორგიანს გრ