”მე დავბრუნდები!” – სალომე ზურაბიშვილის ვებ-გვერდზე სააკაშვილის ფოტო გამოჩნდა

”მე დავბრუნდები!” - სალომე ზურაბიშვილის ვებ-გვერდზე სააკაშვილის ფოტო გამოჩნდასაქართველოს რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურის, მათ შორის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა.

ამ დროისთვის president.gov.ge-ზე არც ერთი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის და ჩანს მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის ფოტო, წარწერით I’ll be back (“მე დავბრუნდები“).

გარდა პრეზიდენტის ვებ-გვერდისა, ჰაკერული შეტევა განხორციელდა სასამართლოების, რამდენიმე ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა სტრუქტურების საიტებზეც, სადაც მიხეილ სააკაშვილის იგივე ფოტო ჩანს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებამ სხვადასხვა ვებ-გვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.