მესი: ”ანტუან გრიზმანი ადაპტაციას გადის”

მესი: ”ანტუან გრიზმანი ადაპტაციას გადის”ბარსელონას ლიდერმა ლიონელ მესიმ ანტუან გრიზმანზე ისაუბრა და თქვა რომ ფრანგი ფეხბურთელი ჯერ მხოლოდ ადაპტაციას გადის და მის მიმართ მკაცრი შეფასებები გადამეტებულია:

”ვფიქრობ ხალხი მისგან ზედმეტად ბევრს ითხოვს, რადგან ის ვარსკვლავი, თუმცა ადაპტაცია ყველა ფეხბურთელს სჭირდება. დარწმუნებული ვარ გრიზმანი ძალიან დაგვეხმარება მომავალში. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს”.

ანტუან გრიზმანი ბარსელონაში გადასვლის შემდეგ ჯერჯერობით ვერ ამართლებს იმედებს, მას უკვე ბევრი აკრიტიკებს.