მესტიაში ძმამ ძმა მოკლა

მესტიაში ძმამ ძმა მოკლამკვლელობა სვანეთში – ურთიერთშელაპარაკების დროს, მესტიაში ცივი იარაღით ძმამ ძმა მოკლა. როგორც “კურიერს” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია დანა. ძმის მკვლელობაში ბრალდებული სამართალ დამცველებმა უკვე დააკავეს.