მეუფე პეტრე პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა – “განმაყენეს მღვდელმთავრობიდან”

მეუფე პეტრე პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა - "განმაყენეს მღვდელმთავრობიდან"სინოდის სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მეუფე პეტრეს განცხადებით ის პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა.

ამის მიზეზად მიტროპოლიტი მამათმავლობის მხილებას ასახელებს.
“განმაყენა მღვდელმთავრობიდან, მიზეზი იყო მამათმავლობის მხილება” – ამბობს მეუფე პეტრე.

“დღეს წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება. პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ მიმაჩნია, რომ უსამართლოდ გადამაყენა მღვდელმთავრობიდან. მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილება“, – განაცხადა მღვდელმთავრობიდან გადაყენებულმა პეტრემ და შეკითხვაზე, თუ ვინ ამხილა, აღნიშნა, რომ სინოდის თავმჯდომარეს გულისხმობდა.