მიკ მაკარტი: ”საქართველოში მოსაგებად ჩამოვედით”

მიკ მაკარტი: ”საქართველოში მოსაგებად ჩამოვედით”ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიკ მაკარტიმ განაცხადა რომ ის საქართველოს დიდ პატივს სცემს, მაგრამ მისი ნაკრების მიზანი მხოლოდ მოგება იქნება. მაკარტის თქმით შეხვედრის ბედს პატარა ეპიზოდები გადაწყვეტენ:

”გთხოვთ სწორედ გამიგოთ, საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა, რადგან სამი ქულა ძალიან გვჭირდება. რამდენიმე ფეხბურთელი დაგვაკლდება, მაგრამ ეს ჩვენთვის პრობლემა არ არის”.