მიხეილ დვალიშვილს ბრალი წარუდგინეს

მიხეილ დვალიშვილს ბრალი წარუდგინესშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული არასრულწლოვნის ქმარი მიხეილ დვალიშვილს ბრალი წარედგინა.

დვალიშვილს 7 დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას გაუთქმელობის ხელწერილზე მოაწერინეს ხელი.

ოჯახი ამბობს, რომ მათ არ იცოდნენ, თუ გოგონა 16 წლის იყო.

16 წლის გოგო 7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა საკუთარ სახლში 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა.

მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ გოგო ორსულობის დროს 16 წლის ასაკს მიუღწეველი იყო, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. აღნიშნული მუხლი 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მოკლული ჩვილის მამა მიხეილ დვალიშვილი პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება